ფეხბურთელმა მსაჯი უმოწყალოდ სცემა | VIDEO

ბრაზილიის რანგით მე-6 დივიზიონის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “გუარანი” “სან პაულოს” დაუპირისპირდა. 65-ე წუთზე, “სან პაულოს” ფეხბურთელმა მთავარი არბიტრი უმოწყალოდ სცემა, რის გამოც მატჩი შეწყდა.

როდრიგო კრიველარომ მიღებული დაზიანებების შედეგად გონება დაკარგა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობს. გავრცელებული ინფორმაციით, “სან პაულოს” ფეხბურთელი – უილიამ რიბეირო დაკავებულია.

სტატიის ავტორი
-