ფერდინანდი: “კაცებმა ბიჭები დაამარცხეს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ტურინის “იუვენტუსთან” წაგებული თამაშის შემდეგ ყოფილი კლუბი გააკრიტიკა: “ამ მატჩში კაცებმა ბიჭები დაამარცხეს”, – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მათ მეტოქეს გოლის გატანის რეალური შანსი არ მისცეს და ანგარიშით 0:1 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ფერდინანდი: “კაცებმა ბიჭები დაამარცხეს”

სტატიის ავტორი
-