ფიფა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, მის მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფიფა რუსეთის დისკვალიფიკაციის შესახებ უეფასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. თუ დისკვალიფიკაცია დადასტურდება, სასჯელი რუსეთის ყველა საფეხბურთო ნაკრებს შეეხება.



გუშინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ფიფასგან რუსეთის სახელით თამაში აეკრძალა, გარდა ამისა, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არცერთი საერთაშორისო მატჩი არ გაიმართება.

ფიფას გადაწყვეტილებამდე, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათი ნაკრებები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებენ.

ფიფა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს

სტატიის ავტორი
-