ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა.

მესიმ გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

არგენტინელისთვის აღნიშნული ჯილდო კარიერაში 77-ეა.

მესიმ ფინალურ გამოკითხვაში კარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს აჯობა.

https://twitter.com/FIFAWorldCup/status/1630321578444554240

ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა

სტატიის ავტორი
-