ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ნაკრებები 16 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებოდნენ, თუმცა ოფიციალურ პირებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ნაკრებს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ. ამიტომ, ახალი გადაწყვეტილებით, 12 ოთხგუნდიანი ჯგუფი გაკეთდება.

პირველად ისტორიაში 2026 წლის მუნდიალს სამი ქვეყანა – აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი ივნისში (დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია) დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

https://twitter.com/fifamedia/status/1635674749350150149

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა

სტატიის ავტორი
-