ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა

პარიზში The Best FIFA-ს ცერემონიალი მიმდინარეობს. 2022 წლის საუკეთესო მეკარე არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,ასტონ ვილას” მეკარე, ემილიანო მარტინესი გახდა.

დიბუმ მადრიდის ,,რეალისა” და ,,სევილიის” მეკარეებს, ტიბო კურტუასა და იასინ ბონოს აჯობა.

30 წლის მეკარემ გასულ წელს ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო კიპერადაც დასახელდა.

https://twitter.com/FIFAWorldCup/status/1630304205620609028

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა

სტატიის ავტორი
-