პიანიჩი ბოსნიისა და რუსეთის მატჩზე: ,,სიტყვები არ მყოფნის”

ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, მისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბოსნიის ნაკრები რუსეთთან ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას აპირებს:

,,ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე. მათ ჩემი პოზიცია იციან. დამირეკეს და მკითხეს, რას ვფიქრობდი ამ მატჩზე. რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი ვთქვი, შემდეგ კი მათი საპირისპირო გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი. სიტყვები არ მყოფნის. როგორც კი ჩვენი ნაკრები კარგად თამაშს იწყებს, ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება.

მათ იციან ჩემი პოზიცია, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი კარგი არ არის,” – განაცხადა პიანიჩმა.

ამხანაგური მატჩი ბოსნიასა და რუსეთს შორის 19 ნოემბერსაა ჩანიშნული. უეფას განცხადებით, ორგანიზაცია შეხვედრის ჩატარების წინააღმდეგი არ არის.

რუსეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ყირგიზეთთან და ირანთანაც გამართავს.

პიანიჩი ბოსნიისა და რუსეთის მატჩზე: ,,სიტყვები არ მყოფნის”

სტატიის ავტორი
-