პიკე: ,,შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა”

კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,კარგად დავიწყეთ, თამამად ვუტევდით, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. ატლეტიკომ ორი მსგავსი გოლი გაიტანა. შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა…

რთული სიტუაციაა. გულწრფელი უნდა ვიყო, პრობლემები გვაქვს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ახლა დავისვენებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით,” – პიკეს სიტყვებს Marca ციტირებს.


ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის ,,ატლეტიკომ” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

7 თამაშის შემდეგ რონალდ კუმანის გუნდი 12 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და ლიდერ ,,რეალს” 5 ქულით ჩამორჩება.

პიკე: ,,შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა”

სტატიის ავტორი
-