პიოლი: ,,მილანს უნდა სჯეროდეს, რომ ნაპოლის გაუსწრებს”

,,მილანის” მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი ზედიზედ მეორედ სერია A-ს მოგების იმედს არ კარგავს:

,,მილანს უნდა სჯეროდეს, რომ ,,ნაპოლის” გაუსწრებს, როგორც გასულ სეზონში გვჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, არადა, ეს თავიდან მიუღწეველი ჩანდა.

მახსოვს, ღამის 2 საათზე როგორ ვეწეოდით მე და ჩემი შვილი აივანზე სიგარას, ჩვენ ქვემოთ კი ,,მილანის” გულშემატკივრები დროშებით დადიოდნენ. სწორედ იმ მომენტში გავიაზრე, რომ რაღაც დიდს მივაღწიეთ,” – პიოლის სიტყვებს Sport Mediaset-ი ციტირებს.

სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მილანს” 8 ქულით უსწრებს.

პიოლი: ,,მილანს უნდა სჯეროდეს, რომ ნაპოლის გაუსწრებს”

სტატიის ავტორი
-