პირველად 21-ე საუკუნეში…

ლა ლიგის მეორე ტურის მატჩში კატალონიის “ბარსელონამ” შინ, “ბეტისი” 5:2 გაანადგურა. “ნოუ კამპზე” “ბარსას” ფრანგი შემტევის ანტუან გრიზმანის დებიუტი შედგა, და თანაც როგორი. გრიზმანმა 2 გოლს საგოლე პასიც დაუმატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

აღმოჩნდა რომ ანტუანი პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, ვინც “ნოუ კამპზე”, სადებიუტო შეხვედრაში, “ბარსას” მაისურით დუბლის შესრულება შეძლო, მისი მეორე გოლი კი მართლაც ძალიან ლამაზი გამოდგა.

მომდევნო ტურის მატჩს კატალონიელები, 31 აგვისტოს, სტუმრად “ოსასუნას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

პირველად 21-ე საუკუნეში…

სტატიის ავტორი
-