პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში საბურთალოს უძლიერესი მეტოქე ეყოლება

19  ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის  კენჭისყრა გაიმართა.

“საბურთალოს” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვური კლუბი – “შერიფი” იქნება. ხოლო მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში “საბურთალოს” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხორვატიის ყველა დროის საუკეთესო კლუბი – ზაგრების “დინამო” იქნება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩები 23-24 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 30-31 ივლისს.

პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში საბურთალოს უძლიერესი მეტოქე ეყოლება

სტატიის ავტორი
-