პოჩეტინო მმართველებმა დაიბარეს 

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო კლუბის პრეზიდენტ დანიელ ლევის შეხვდა და არსებული რთული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

დეზებმა” პრემიერ ლიგაში 12 ტურის შემდეგ არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს, გუნდის რამდენიმე ლიდერს კი მთავარი მწვრთნელის შეცვლა სურს.

როგორც ინგლისელები წერენ, არგენტინელ სპეციალისტს სიტუაციის გამოსასწორებლად კლუბის ხელმძღვანელობამ გარკვეული დრო მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას “სპურსიდან” გაუშვებენ. თუმცა, ეს ლონდონელებს ძვირად დაუჯდებათ – კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში “ტოტენჰემს” 12.5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ამ მომენტისთვის, “ტოტენჰემს” პრემიერ ლიგაში 12 ქულით მე-14 ადგილი უკავია.

პოჩეტინო მმართველებმა დაიბარეს 

სტატიის ავტორი
-