პოჩეტინოს შესაძლოა ტოტენჰემისთვის ფულის გადახდა მოუწიოს 

შესაძლოა, მაურიციო პოჩეტინოსტოტენჰემისთვის” დიდძალი თანხის გადახდა მოუხდეს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არგენტინელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე რომელიმე კლუბის გაწვრთნას გადაწყვეტს.

კონტრაქტს ნაადრევად გაწყვეტის გამო, “დეზებმაპოჩეტინოს 12 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, თუმცა წინასწარ შეთანხმებული პირობების თანახმად, უშუალო კონკურენტში დასაქმების შემთხვევაში, 47 წლის არგენტინელი თანხის ნაწილს საყვარელ კლუბში დააბრუნებს.

ამის ალბათობა დიდია, ვინაიდან უნაი ემერის გათავისუფლების შემდეგ, პოჩეტინო “სპურსის” პრინციპული მეტოქის “არსენალის” კანდიდატთა სიაში ლიდერია.

პოჩეტინოს შესაძლოა ტოტენჰემისთვის ფულის გადახდა მოუწიოს 

სტატიის ავტორი
-