პოლონეთში ინგლისელებს დაუსტვინეს | იხილეთ ლევანდოვსკის პასუხი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პოლონეთმა ქალაქ ვარშავაში ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე, მოედანზე შეკრებილი გულშემატკივარის მხრიდან, ინგლისელების მიმართ, სტვენა და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა, რასაც პოლონელთა კაპიტანმა ღირსეული ჟესტით უპასუხა.

პოლონელი გულშემატკივარი განსაკუთრებით იმ მომენტში გააქტიურდა, როდესაც ინგლისელებმა, მატჩის დაწყებამდე, მუხლი მოიდრიკეს (Black lives matter – ანტირასისტული კამპანიის ნაწილი).

გულშემატკივარის მხრიდან სტვენასა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რობერტ ლევანდოვსკიმ მარტივი ჟესტით უპასუხა: მათ მაისურზე დატანილ სიტყვაზე – Respect (პატივისცემა) – თითი მიიტანა, რაც ოპერატორებს არ გამორჩენიათ და პოლონელის ჟესტი ახლო კადრით აჩვენეს.


პოლონეთში ინგლისელებს დაუსტვინეს | იხილეთ ლევანდოვსკის პასუხი 1


პოლონეთსა და ინგლისს შორის დაპირისპირება ფრით, ანგარიშით 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში, მეტოქის კარი ჰარი კეინმა შორეული გასროლით აიღო, რასაც სზიმანსკიმ, მატჩის მიწურულს, გამათანაბრებელი გოლით უპასუხა.

პოლონეთში ინგლისელებს დაუსტვინეს | იხილეთ ლევანდოვსკის პასუხი

სტატიის ავტორი
-