პორტუგალიის  21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

პორტუგალიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, ცნობილია.

პორტუგალიის ნაკრები, რომელიც A ჯგუფში, მასპინძელი საქართველოს, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა.

პორტუგალიელთა შემადგენლობაში ისეთი ვარსკვლავები იქნებიან, როგორებიც “არსენალის” ფეხბურთელები – ნუნო ტავარეში (იჯარით “მარსელში” მყოფი) და ფაბიო ვიეირა არიან. ასევე “პსვ”-ს ფორვარდი – ფაბიო სილვა, რომელსაც პრემიერ ლიგური გამოცდილება აქვს. “აიაქსის” შემტევი – ფრანცისკო კონსეინსაო, “მარსელის” ფორვარდი – ვიტინია.

საქართველოსა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებები ერთმანეთს A ჯგუფის პირველი ტურის მატჩში, 21 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შეხვდებიან – შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

სტატიის ავტორი
-