პრემიერ ლიგამ 2021/22 წლების სეზონის ოფიციალური ბურთი წარადგინა 

ინგლისის პრემიერ ლიგამ 2021/22 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ბურთი წარადგინა.

ბურთის მწარმოებელი ამერიკული სპორტული კომპანია “ნაიკია“. რაც შეეხება დიზაინს, ბურთის მთავარი ფერი თეთრია და მასზე შავი და ნარინჯისფერი წრეებია დატანილი.

პრემიერ ლიგამ 2021/22 წლების სეზონის ოფიციალური ბურთი წარადგინა  1

Image

ახალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი ცვლილება იქნება. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მომდევნო გათამაშებაში თამაშგარის წესი შეიცვლება და VAR-ის სისტემაში ცვლილებები შევა. დეტალურად, ამ სიახლის შესახებ იხილეთ აქ: ცვლილებები VAR-ის სისტემაში: პრემიერ ლიგაში თამაშგარის ახალი წესი ამოქმედდება.

პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტიმ” 86 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტედს” 12-ით გაასწრო და ჩემპიონობა ბოლო 4 წელიწადში მესამედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგო.

პრემიერ ლიგამ 2021/22 წლების სეზონის ოფიციალური ბურთი წარადგინა 

სტატიის ავტორი
-