პრემიერ ლიგა ყოველ წელს, სეზონის საუკეთესო მწვრთნელს ასახელებს.
2019/2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა.
🏆 Congratulations to Jürgen Klopp
The @LFC boss is your @BarclaysFooty Manager of the Season for 2019/20 #PLAwards pic.twitter.com/2rZyMpZfhV
— Premier League (@premierleague) August 15, 2020
გერმანელმა სპეციალისტმა მოახერხა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “ლივერპულს” ნანატრი ტიტული მოაგებინა.
“მერსისაიდელებმა” კლოპის ხელმძღვანელობით 38 ჩატარებულ შეხვედრაში 99 ქულა დააგროვეს. გაიტანეს 85 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 33.
32 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება – ასეთია “ლივერპულის” 2019/2020 წლის სეზონის სტატისტიკა.