პრემიერ ლიგის განახლების სავარაუდო თარიღი ცნობილია

კორონავირუსის გამო პრემიერ ლიგა და არა მარტო პრემიერ ლიგა უკვე დიდი ხანია შეწყვეტილია.

ინგლისში სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება და დაიწყო საუბრები სეზონის განახლებასთან დაკავშირებით.

პარასკევს ინგლისის გუნდების მესვეურები შეიკრიბნენ და უმეტესმა ნაწილმა სეზონის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

“Sky Sport-ზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ გუნდები მალე ვარჯიშს განაახლებენ და შეხვედრები 8 ივნისს დაიწყება.

საუბრები მიდის იმის შესახებ თუ რა სიხშირით ჩატარდება ტურები, რადგან აგვისტომდე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. პრემიერ ლიგის დასრულებამდე კი 9 ტურია დარჩენილი.

ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები, მთავრობისგან დასტურს ელოდებიან, რათა ძალაში შეიყვანონ თავიანთი გეგმა.

ბრიტანეთის საგარეო საქემთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი კიდევ 3 კვირის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი.

საბოლოო ჯამში, თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს, პრემიერ ლიგა 8 ივნისს განახლდება.

პრემიერ ლიგის განახლების სავარაუდო თარიღი ცნობილია

სტატიის ავტორი
-