პრემიერ ლიგის მოთამაშეების ანაზღაურება რეკორდულ ოდენობამდე გაიზარდა!

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, Deloitte-ის ინფორმაციით, გასულ წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ჯამურმა ანაზღაურებამ $3.7 მილიარდი შეადგინა, რაც 2016/17 წლების სეზონთან შედარებით, 15%-იან ზრდას წარმოადგენს. ამის პარალელურად, პრემიერ ლიგის 20-მა გუნდმა ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის შემოსავალი (£4,8 მლრდ.) მიიღო.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ შემოსავლის 89% “დიდ ექვსეულზე” გადანაწილდა (არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი).

Deloitte-ის წარმომადგენლის, ტიმ ბრიჯის შეფასებით, მომდევნო წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის გუნდების ოპერაციული შემოსავლის ვარდნა არის მოსალოდნელი, რაც ტელეტრანსლაციების გაყიდვებიდან შემოსული თანხის უმნიშვნელო ზრდას უკავშირდება.

პრემიერ ლიგის მოთამაშეების ანაზღაურება რეკორდულ ოდენობამდე გაიზარდა!

სტატიის ავტორი
-