პრემიერ ლიგის ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სათადარიგო ფეხბურთელი

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ხუან მატა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სათადარიგო ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ვარსკვლავი კვირაში £160.000 იღებს – მატამ მხოლოდ 8-მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე სეზონში ხუან მატამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომაში £5.3 მილიონი მიიღო. მეორე ადგილს “მანჩესტერ სიტის” ჟოაო კანსელო იკავებს, რომელმაც “უსაქმურობაში” £4.3 მილიონი გამოიმუშავა. მე-3, მე-4 ადგილს ადამ ლალანა და ბერნარდო იკავებენ. მერსისაიდული გუნდების ფეხბურთელებმა, მიმდინარე სეზონში მინიმალური რაოდენობის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.

გასაკვირია მაგრამ მესუთ იოზილი, რომელიც კვირაში ყველაზე მეტს (£350.000) გამოიმუშავებს რეიტინგის მე-5 პოზიციაზე აღმოჩნდა. კოლოსალური ანაზრაურების პარალელურად, იოზილმა მიმდინარე სეზონის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც უნაი ემერიმ და მიკელ არტეტამ იოზილი განაცხადს მიღმა დატოვეს.

ტოპ-5 ფეხბურთელს შორის, სათადარიგოთა სკამზე ჯდომაში ყველაზე მეტი (£5.3) ხუან მატამ გამოიმუშავა. მესუთ იოზილს კი სათადარიგოთა სკამზე გატარებულ წუთებში £3.1 მილიონი დაუგროვდა.

პრემიერ ლიგის ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სათადარიგო ფეხბურთელი 1

პრემიერ ლიგის ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სათადარიგო ფეხბურთელი

სტატიის ავტორი
-