პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა შემტევი, მარკუს რეშფორდი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გასულ თვეში, 21 წლის ფორვარდმა გულშემატკივარი არაერთი ფენომენალური პერფორმანსით აღაფრთოვანა – შესაბამისად იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს იგი სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის მეთაურობით ჩატარებულ 8 შეხვედრაში რეშფორდმა 6 გოლის გატანა შეძლო.

ასევე ნახეთ: პოგბას სასწაული პასი და რეშფორდის გოლი

პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

სტატიის ავტორი
-