პრემიერლიგის ვარსკვლავების ძმები შეიარაღებულმა მძარცველებმა დააყაჩაღეს

“ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამომავალი ვარსკვლავების, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისა და მარკუს რაშფორდის ძმები შეიარაღებულმა მძარცველებმა დააყაჩაღეს.

ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით, მაჩეტეებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებულმა 6-კაციანმა დაჯგუფებამ ამომავალი ვარსკვლავების ძმებს ძვირფასეულობასა და ფულთან ერთად ავტომობილებიც წაართვეს. წყაროს მტკიცებით, დეინ რაშფორდთან და ტაილერ ალექსანდრ-არნოლდთან ერთად მათი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზიანებები მიიღო.

მძარცველები დეინისა და ტაილერის ავტომობილებით (Range Rover, BMW) მიიმალნენ.

პრემიერლიგის ვარსკვლავების ძმები შეიარაღებულმა მძარცველებმა დააყაჩაღეს

სტატიის ავტორი
-