პსჟ და რეალი ფეხბურთელების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გავლენიანი ესპანური მედიაგამოცემა AS იტყობინება, რომ მადრიდის “რეალსა” და “პსჟ”-ის შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეკარეების გაცვლის შესახებ.

აღნიშნული ფაქტი კეილორ ნავასის უკმაყოფილების შედეგია საკუთარი გუნდის მიმართ – მან სულ ახლახანს მეტი სათამაშო დროის მიზეზით გუნდიდან წასვლა მოითხოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსტა-რიკელმა მეკარემ ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას პირადად მიაღწია, მისი ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგება, პარიზელები მადრიდულ გრანდში საკუთარ მეკარეს – ალფონსო არეოლას გაუშვებენ, რომელიც ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს.

 

პსჟ და რეალი ფეხბურთელების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

სტატიის ავტორი
-