პსჟ-მ ანდერ ერერასთან შეთანხმებას მიაღწია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ანდერ ერერა დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში “პსჟ”-ს შეუერთდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს. Daily Record-ის თქმით, პარიზულმა გუნდმა ესპანელ ნახევარმცველთან კონტრაქტის პირადი დეტალები მოაგვარა.

როგორც ცნობილია, ერერა ამჟამად მანჩესტერში კვირაში 80 000 ევროს იღებს, “პსჟ”-ში კი მისი ანაზღაურება 150 000-200 000 ევრომდე გაიზრდება.

ცნობისთვის, 29 წლის ერერა “იუნაიტედში” 2014 წელს, ბილბაოს “ატლეტიკიდან” გადავიდა.

პსჟ-მ ანდერ ერერასთან შეთანხმებას მიაღწია

სტატიის ავტორი
-