პსჟ-მ მბაპეს მაისურების გაყიდვა შეაჩერა

“პსჟ”-მ კილიან მბაპეს მაისურების გაყიდვა ინტერნეტ მაღაზიაში შეწყვიტა.

ფრანგი ფორვარდის სატრანსფერო საგა სულ მალე დასრულდება. არსებობს ვარაუდი, რომ მბაპე “პსჟ”-დან წასვლის შესახებ განცხადებას მალე გააკეთებს, რადგან კილიანსა და “რეალ მადრიდს” შორის შეთანხმება შედგა –  პარიზელთა სუპერვარსკვლავი ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

გარდა ამისა, მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პსჟ”-მ მბაპეს გაუკეთა უპრეცედენტო შეთავაზება, რომელზე თანხმობის შემთხვევაშიც, კილიან მბაპეს კლუბის სპორტული პროექტის ხელმძღვანელი გახდება – 23 წლის ვარსკვლავს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს მწვრთნელი და ბორდთან ერთად გადაწყვიტოს, რომელი ვარსკვლავი დაიმატოს “პსჟ”-მ.

კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “პსჟ”-ს მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში 36 გოლი და 26 საგოლე გადაცემა მიითვალა..

პსჟ-მ მბაპეს მაისურების გაყიდვა შეაჩერა

სტატიის ავტორი
-