ვერდიქტი ცნობილია – პსჟ-სა და მარსელის ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ “პსჟ”-სა და “მარსელის” ფეხბურთელების დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურის მატჩში გუნდებს შორის ხელჩართულ ჩხუბს არაერთი მოთამაშის გაძევება მოჰყვა.

ინციდენტის მთავარი მონაწილეების სასჯელი პარიზული კლუბის მხრიდან ასეთია: ლავან კურზავა – 6 მატჩი, ნეიმარი და პარედესი – 2-2 მატჩი.

რაც შეეხება “მარსელს”, ამავი 3 თამაშით დაისაჯა, ბენედეტო კი გუნდს მხოლოდ მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება.

ასევე ცნობილია, რომ დი მარიას ქმედებას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. როგორც იცით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ალვარო გონსალესს შეაფურთხა.

 

ვერდიქტი ცნობილია – პსჟ-სა და მარსელის ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ

სტატიის ავტორი
-