ქართველების გოლები – ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსში ლიდერობს 

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობას ინარჩუნებს.

ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდმა მეექვსე ტურში, ბოლოადგილოსან დოქსასთან სტუმრად დიდი ანგარიშით – 6:0 იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი მისმა თანამემამულეებმა შეიტანეს.

გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს. მეორე მათგანმა გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე შემოვიდა და 20 წუთში მეტოქის კარის აღებაც მოახერხა. ორივე ფეხბურთელმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის განაცხადში არ ყოფილა.

ქეცბაიას გუნდს 6 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, თანაც უახლოეს მდევრებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა 

 

 

ქართველების გოლები – ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსში ლიდერობს 

სტატიის ავტორი
-