დინამო თბილისიდან თორნიკე ახვლედიანიც წავიდა
“დინამო თბილისი” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, თორნიკე ახვლედიანმაც დატოვა, რომელიც კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. 22 წლის ფორვარდს კონტრაქტი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა, ხოლო ქუთაისის “ტორპედოში” იჯარის წესით ეროვნული ლიგის მეორე ნახევარში თამაშობდა. Live.ge-ს ინფორმაციით, ახვლედიანის კონტრაქტს “ტორპედო” გამოისყიდის და ეს მოთამაშე იმერულ კლუბში მოსალოდნელი ცვლილებებისა და ახალი პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა […]
ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური რადენიმე საინტერესო და ამავე დროს, სენსაციური შედეგით გამოდგა დასამახსოვრებელი. სათამაშო კვირის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია სამტრედიაში დაფიქსირდა, სადაც თითქმის მეორე ლიგაში დაქვეითებულმა “სამტრედიამ” ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი “დინამო ბათუმი”, თანაც კაცნაკლულმა – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ერთადერთი გოლის გატანა ანატოლი მესიაჩენკომ მოახერხა. 1:0 იმარჯვა ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა “დინამო […]
ეროვნული ლიგა: XXX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური არამხოლოდ სათამაშო კვირის, თვის ან წრის, მთლიანად, სეზონის რამდენიმე გადამწყვეტი შეხვედრით გამოდგა დასამახსოვრებელი. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში ერთმანეთის უშუალო და გამოკვეთილი კონკურენტები დაუპირისპირდნენ და საჩემპიონო, ევროსარბიელისთვის თუ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, პოტენციურად გადამწყვეტი შეედგებიც კი დააფიქსირეს. საუკეთესო ათეულში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ერთმანეთს “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ. […]
ჩაშლილი აუქციონი, ქომაგების პროტესტი, ინვესტორების პირობები – რა ხდება ქუთაისის ტორპედოში?
როგორც ჩანს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოში” მდგომარეობა ჯერაც არასტაბილურია და გუნდის მომავალი ბუნდოვანია. რამდენიმე კვირის წინ, კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათი ახალი ინვესტორი, უნივერსიტეტი “ნიუ ვიჟენი” ხდებოდა, თუმცა კლუბის აქტივების შეძენით დაინტერესებულმა კიდევ ერთმა მხარემ, კომპანია “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა და გაავრცელა ცნობა, სადაც აღნიშნული იყო, […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი საინტერესოდ იწყება. უკვე მეორე ტურში, ქართული დერბი შედგა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდნენ. პრინციპული მეტოქეების შეხვედრას ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ტრადიციულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმაშია ერთი თუ მეორე გუნდი, […]
თორნიკე ახვლედიანი: “ჯერ დინამოში თავის დამკვიდრება, შემდეგ ყველა ტიტულის მოგება”
2020 წლის ზამთრის შეკრებაზე, “დინამო თბილისის” აღმოჩენა თორნიკე ახვლედიანი გახდა, რომელმაც თურქეთში 3 გოლი გაიტანა და ამ შედეგით საუკეთესოც იყო. 20 წლის თავდამსხმელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში ისინჯებოდა და კარგი თამაშის შედეგად 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ახვლედიანი აქამდე “ზესტაფონში”, უფრო ადრე კი ესპანეთში თამაშობდა და კარგი გამოცდილებაც შეიძინა. კარიერის ახალი ეტაპის შესახებ ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პირველ […]
ქართველების გოლები – ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსში ლიდერობს
თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობას ინარჩუნებს. ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდმა მეექვსე ტურში, ბოლოადგილოსან დოქსასთან სტუმრად დიდი ანგარიშით – 6:0 იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი მისმა თანამემამულეებმა შეიტანეს. გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს. მეორე მათგანმა გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე […]
ქართველმა ფეხბურთელმა მადრიდის რეალს გაუტანა (ვიდეო)
“გაგრას” ყოფილმა ფეხბურთელმა, თორნიკე ახვლედიანმა “ლეგანესში” დებიუტი გოლით აღნიშნა. ახალგაზრდა ქართველმა მადრიდის “რეალის” 19-წლამდე გუნდს გაუტანა.