ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებენ

ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაზე იმუშავებენ.

უეფას გადაწყვეტილებით, სლოვაკეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ, მთავარი არბიტრის რანგში გოგა კიკაჩეიშვილი იმუშავებს, ხოლო მისი ასისტენტი დავით გაბისონია იქნება.

ქართველებთან ერთად, მსაჯთა ბრიგადა ლიეტუველი ოფიციალური პირებით დაკომპლექტდება.

გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი – იტალიისა და ინგლისი – ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს.

ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 28 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებენ

სტატიის ავტორი
-