ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის გუნდში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის “ლევანტეში” გააგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ლევანტე” ესპანეთის “ლა ლიგაში” ასპარეზობს. გასულ სეზონში ვალენსიური კლუბი მე-15 ადგილზე გავიდა.

ქოჩორაშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია. ის რამდენიმე ხნის განმავლობაში ესპანეთის “ჟირონაში” იმყოფებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კონტრაქტი ჩაიშალა. ახლა კი უკვე “ლევანტეს” მეორე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

ქოჩორაშვილი ესპანეთში დღეს გაემგზავრება.

ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის გუნდში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-