ყატარი 2022 | ფიფა-მ 1.8 მილიონი ბილეთი გაყიდა

ყატარი 2022-ის ორგანიზატორების განცხადებით, მსოფლიო ჩემპინატის უკვე 1.8 მილიონი ბილეთი გაყიდულია. ფიფა-მ ბილეთების გაყიდვის ახალი რაუნდი დააანონსა.

ცნობილია, რომ ბილეთების უდიდესი ნაწილის მფლობელი ადგილობრივი მოსახლეობაა – გაყიდვების საგრძნობ ზრდაზე გავლენა ყატარის მოსახლეობისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა ფასდაკლებამ მოახდინა.

ფიფა-ს თანახმად, ყველაზე მეტი ბილეთის მფლობელი ქვეყნების ჩამონათვალში კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და აშშ გვხვდება.

ტურნირი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 28 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ყატარში არსებული პრობლემებისა და მის მასპინძლობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, Live.ge ვრცელ, დეტალურ სტატიას შემოგთავაზებთ.

 

ყატარი 2022 | ფიფა-მ 1.8 მილიონი ბილეთი გაყიდა

სტატიის ავტორი
-