ყატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ფანები შეძლებენ!

გლობალური პანდემიის პირობებში, გულშემატკივართა უმრავლესობა სტადიონებზე კვლავ არ დაიშვება. სხვადასხვა ქვეყანაში, შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გულშემატკივართა დასწრების მაჩვენებელი განსხვავებულია – ევროპის რიგი ქვეყნები სტადიონებზე ფანების მხოლოდ 30% უშვებენ, თუმცა უნგრეთმა გამონაკლისი დაუშვა და ევრო 2020-ზე უნგრეთი პორტუგალიის მატჩზე, გულშემატკივართა 100% დაუშვა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გულშემატკივართა დასწრების თაობაზე ოფიციალური განცხდება გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე მხოლოდ კოვიდ-ვაქცინირებული გულშემატკივრები დაიშვებიან. პრევენციის მიზნით, ყატარის ხელისუფლება ვაქცინის 1 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

“სხვადასხვა კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა დაზღვევის მიზნით ვაქცინის 1 მილიონი დოზა შევიძინოთ. ყატარაში ჩამოსვლის მსურველების უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურ ზომებს მივიღებთ”, – აღნიშნა ყატარის პრემიერ მინისტრმა, შეიხმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ ტანიმ.

ყატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ფანები შეძლებენ!

სტატიის ავტორი
-