ყატარისა და ეკვადორის მატჩში ორი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ყატარის ნაკრები ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. სამხრეთამერიკელებმა ენერ ვალენსიას დუბლით იმარჯვეს.

მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა – მუნდიალის მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირის გახსნით შეხვედრაში პირველად წააგო. აქამდე მასპინძელთა ანგარიშზე 16 მოგება და 6 ფრე იყო.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი პენალტიდან პირველად გავიდა.

ყატარი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სენეგალის წინააღმდეგ გამართავს, ეკვადორი კი ამავე დღეს ნიდერლანდებს შეხვდება.

ყატარისა და ეკვადორის მატჩში ორი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა

სტატიის ავტორი
-