ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები თითოეული პოზიციის მიხედვით

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა – მან ავსტრიელ იოზეფ ბიკანთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი – 759 გოლი დააგროვა.

უკვე ვიცით კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, მაგრამ საინტერესოა თუ რომელი ფეხბურთელები არიან რჩეული მეგოლენი თითოეულ სათამაშო პოზიციაზე.

მეკარე როჟერიო სენი (131 გოლი, 1990-2015)

მარჯვენა მცველიგრაჰამ ალექსანდერი (107 გოლი, 1988-2012)

ცენტრალური მცველი – რონალდ კუმანი (253 გოლი, 1980-1997)

მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი/ცენტრალური ნახევარმცველი – ფრენკ ლამპარდი (274 გოლი, 1995-2016)

ვინგერი – კრიშტიანუ რონალდუ (759 გოლი, 2002-დან დღემდე)

თავდამსხმელი – იოზეფ ბიკანი (1931-1955)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები თითოეული პოზიციის მიხედვით

სტატიის ავტორი
-