ფაბინიო ალ იტიჰადთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა

,,ლივერპულის” ნახევარმცველი, ფაბინიო საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ალ იტიჰადი” ბრაზილიელის სანაცვლოდ ,,მერსისაიდელებს” 40 მილიონ ფუნტს უხდის.

როგორც The Athletic-ი წერს, 29 წლის ფეხბურთელი არაბულ კლუბს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

,,ალ იტიჰადმა” წელს უკვე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაიფორმა – კარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტე გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ, ჟოტას სანაცვლოდ კი ,,სელტიკმა” 29 მილიონი ევრო მიიღო.

ფაბინიომ გასულ სეზონში ,,ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფაბინიო ალ იტიჰადთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა

სტატიის ავტორი
-