ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები – Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა 

წამყვანმა სტატისტიკურმა პორტალმა Transfermarkt.com-მა ფეხბურთელების განახლებული ღირებულება გამოაქვეყნა.

გერმანული გამოცემის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც 9 მილიონ ევროდ ფასობს.

მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა სოლომონ კვირკველიამ, რომლის ფასიც 10-დან 8 მილიონამდე დაეცა.

საგრძნობი წინსვლა აქვს დავით ხოჭოლავას, რომლის ფასმაც 5 მილიონი შეადგინა და სამეულს ასრულებს.

მილიონ ევროზე მეტად 20 ქართველი ფეხბურთელი ფასობს, ესენია:

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები - Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა  1

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, “ჯვაროსნების” მთლიანი ღირებულება 52.15 მილიონი ევროა, მაშინ როცა ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ბელორუსი 17.35 მილიონადაა შეფასებული.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები – Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა 

სტატიის ავტორი
-