ქუთაისის ტორპედო ლუდოგორეცთან განადგურდა

UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, “ლუდოგორეცმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. მატჩი ბულგარული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. წყვილში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით მოსარგებლე “ლუდოგორეცმა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრაშიც დაამარცხა (1:0) და განმეორებითი მატჩის წინ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

“ტორპედოს” გამანადგურებელი ანგარიშით მარცხში დიდწილად სწრაფმა გოლმა შეიტანა წვლილი. ვურამ შეხვედრის სტარტზევე, მე-6 წუთზე “ლუდოგორეცი” დააწინაურა. პირველივე ტაიმში ბულგარელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში მოვლენები ანალოგიური სცენარით განვითარდა. 59-ე წუთზე კამპანიარომ მესამე გოლი გაიტანა ქუთაისელთა კარში, ზუსტად 3 წუთში კი ვანდერსონმა მეოთხედ აიღო როინ კვასხვაძის კარი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქუთაისის ტორპედო ლუდოგორეცთან განადგურდა

სტატიის ავტორი
-