რა გავლენას იქონიებს აბრამოვიჩის სანქციები ჩელსის ევროპულ მომავალზე?

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, რომელიც ლონდონის “ჩელსის” მფლობელობაზეც ვრცელდება, “არისტოკრატებს” სერიოზული საფრთხეების ქვეშ აყენებს.

იმ აკრძალვებსა და შეზღუდვებს შორის, რომელიც “ლურჯებს” შეეხებათ ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ის ლიმიტი გახლავთ, რომელიც კლუბს გასვლითი შეხვედრების დროს, საერთო ხარჯების 20 000 ფუნტ სტერლინგში ჩატევას გულისხმობს, რაც ევროში დაახლოებით 24 000-ს უდრის.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ტომას ტუხელის გაწვრთნილ გუნდს, საერთაოშიროს ტურნირებზე გამგზავრება შესაძლოა მხოლოდ სამგზავრო, რეგულარული ფრენით, ან ავტობუსით მოუწიოს. ამავე დროს, ბიუჯეტში ჩასატევად, “ჩელსი” იძულებული იქნება, ძვირადღირებულის ნაცვლად, შედარებით დაბალი ფასის მქონე სასტუმროში დაბინავდეს.

გარდა ამ შეზღუდვისა, “ჩელსის” სანქციები ბილეთების გაყიდვის და სხვა ფინანსურ ოპერაციებშიც შეეხება.

დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას საფრანგეთში, “ლილის” წინააღმდეგ, 17 მარტს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

 

რა გავლენას იქონიებს აბრამოვიჩის სანქციები ჩელსის ევროპულ მომავალზე?

სტატიის ავტორი
-