რა რეაქცია ჰქონდა პოგბას პსჟ-სთან მიღებული წითელი ბარათის შემდეგ

პოლ პოგბას ჩემპიონთა ლიგური სამშაბათი ცუდი გამოდგა. მისი „იუნაიტედი“ „პსჟ“-სთან 0:2 დამარცხდა. ამასთან ერთად, ფრანგს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა.

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პოგბამ ეს ყველაფერი ძალიან განიცადა და მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.

ფრანგმა ნახევარმცველმა „პსჟ“-სთან მატჩი ნამდვილად ჩააგდო, არადა, სოლსკიაერის „იუნაიტედში“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია.

პოგბა ძალიან დაბნეული იყო და ყველა თავის თანაგუნდელს მოუბოდიშა. ფრანგი გრძნობდა, რომ მარცხში ერთ-ერთი დამნაშავე იყო და ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ „პსჟ“-სთან განმეორებით მატჩს გამოტოვებს. წყაროს თქმით, პოგბამ გასახდელში თავის კარადას რამდენჯერმე ხელიც კი დაარტყა.

რა რეაქცია ჰქონდა პოგბას პსჟ-სთან მიღებული წითელი ბარათის შემდეგ

სტატიის ავტორი
-