ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, მადრიდის “რეალმა” მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” სტუმრად, გერმანიაში, ფრე – 2:2 ითამაშა.
შეხვედრაში “სამეფო კლუბის” მხრიდან გოლების გატანა ქარიმ ბენზემამ და კაზემირომ მოახერხეს. პირველმა მათგანმა შესვენების დროს საინტერესო რამ გააკეთა, რაც კამერებს არ გამოპარვიათ.
ფრანგმა თავდამსხმელმა თანამემამულე ფერლანდ მენდის მშობლიურ ენაზე – ისე, რომ მათი დიალოგი ვინიციუს ჯუნიორს არ მოესმინა – უთხრა: “მისი თამაში ნაგავია. გთხოვ, არ მისცე მას ბურთი. დედას გეფიცები, ის ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს”.
Karim Benzema’s conversation with Ferland Mendy at HT:
“He (Vinicius Jr) plays trash brother, don’t play with him on my mothers life. He plays against us”
Poor behaviour from @Benzema Expect better from a player of his status. What a way to destroy a young kids confidence. pic.twitter.com/KLYlsnbSAK
— AllThingsSeleção ™ (@SelecaoTalk) October 28, 2020
Karim Benzema tells Ferland Mendy not to pass to Vinicius Jr at half-time during last night’s game between Gladbach & Real Madrid: “Brother don’t play to him. On my mother’s life. He is playing against us.” pic.twitter.com/zmpciQRgAV
— Get French Football News (@GFFN) October 28, 2020
ორი ტურის შემდეგ, “ბლანკოსებს” ერთადერთი ქულა აქვთ და B ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ. შემდეგ შეხვედრას ზინედინ ზიდანის გუნდი მილანის “ინტერის” წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში, 3 ნოემბერს გამართავს.