რა უთხრა სოლსკიაერმა ფეხბურთელებს ევერტონთან მარცხის შემდეგ?

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ევერტონთან” 4:0 განადგურდა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

“წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა საშინელი მარცხის შემდეგ, თავის ფეხბურთელებთან საუბარი ასე დაასრულა: “წინ დიდი კვირა და თამაში გველის, მანახეთ, თუ რა შეგიძლიათ.”

შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედი” დღეს “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ზონას დაუბრუნდება.

რა უთხრა სოლსკიაერმა ფეხბურთელებს ევერტონთან მარცხის შემდეგ?

სტატიის ავტორი
-