რამოსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, რეალში 4-ნომრიანი მაისურით თამაში არავის სურს

,,რეალ მადრიდიდან” სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, 4-ნომრიანი მაისური გათავისუფლდა.

როგორც მარკა იუწყება, ,,ოთხიანის” არჩევა ,,სამეფო გუნდის” არცერთ ფეხბურთელს არ სურს. ასეთივე სიტუაცია იყო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 15 ნომერი, მცველის არყოფნის მიუხედავად, ხელშეუხებელი დარჩა.

გამოცემის ცნობით, 4 ნომრით, შესაძლოა, დავიდ ალაბამ ითამაშოს, რომელიც ,,რეალში” ახლახან გადავიდა.

რამოსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა და ,,პარი სენ ჟერმენს” შეუერთდა. ესპანელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

35 წლის ფეხბურთელმა ,,რეალში” 16 წელი გაატარა და გუნდთან ერთად 22 ტიტული მოიგო.

რამოსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, რეალში 4-ნომრიანი მაისურით თამაში არავის სურს

სტატიის ავტორი
-