რაფაელ ვარანი 1 თვით დაიმტვრა

კატალონიის “ბარსელონასთან” შეხვედრისას, მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ტრავმა მიიღო. ესპანური მედიის თანახმად, ვარანს მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს, რომლის მოსარჩენადაც 1-თვიანი პერიოდია საჭირო.

ვარანი ტრავმებისაკენ საკმაოდ მიდრეკილი ფეხბურთელია. 2013/2014 წლების სეზონიდან დღემდე, მას “რეალში” ტრავმის გამო 58 მატჩი აქვს გამოტოვებული.

 

რაფაელ ვარანი 1 თვით დაიმტვრა

სტატიის ავტორი
-