რეალი ავსტრიაში ბეილის, ხამესისა და მარიანოს გარეშე გაემგზავრა

მადრიდის “რეალი” ავსტრიაში იმყოფება, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში “ზალსბურგს” დაუპირისპირდება.

ზინედინ ზიდანმა განაცხადში 21 ფეხბურთელი შეიყვანა, თუმცა მადრიდში ბეილი, ხამეს როდრიგესი და მარიანო დატოვა. როდრიგო და ტაკაფუსა კუბო კი მადრიდელთა მეორე გუნდში დაქვეითდნენ. გუნდთან ერთად არიან კურტუა და ლუკა იოვიჩიც. ამ უკანასკნელმა ტრავმა მოიშუშა და “რეალს” შეუერთდა.

როგორც მოგეხსენებათ, გარეთ ბეილი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ის ზინედინ ზიდანის გუნდის დატოვებას აპირებს. მადრიდელებს შეუერთდა ხამეს როდრიგესი, თუმცა ზიდანს ის არ სჭირდება.

“ზალსბურგისა” და “რეალის” დაპირისპირება დღეს, 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

რეალი ავსტრიაში ბეილის, ხამესისა და მარიანოს გარეშე გაემგზავრა

სტატიის ავტორი
-