რეალი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუნდი პრემიერლიგაში გადასვლას აპირებს

ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, ,,რეალ მადრიდი” ლა ლიგიდან ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას განიხილავს. გავრცელებულ ინფორმაციას ,,სამეფო გუნდი” ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

,,Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული სიახლის თაობაზე, სადაც ნათქვამია, რომ ,,რეალი” ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სრულიად ყალბი, აბსურდული და შეუძლებელია და მიზნად ჩვენი კლუბის დაზიანებას ისახავს,” – წერია ,,რეალის” განცხადებაში.


ლა ლიგის ახალი სეზონი გუშინ ,,ვალენსიისა” და ,,ხეტაფეს” შეხვედრით გაიხსნა. ,,რეალი” პირველ მატჩს დღეს, ,,ალავესთან” სტუმრად გამართავს.


რეალი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუნდი პრემიერლიგაში გადასვლას აპირებს

სტატიის ავტორი
-