რეალის ფანები აზარის პრეზენტაციისას: “ჩვენ მბაპე გვინდა!”

დღეს, 13 ივნისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ედენ აზარის პრეზენტაცია შედგა. ესპანური Marca-ს ცნობით, პრეზენტაციას 50,000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

პრეზენტაციის დროს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: “რეალის” გულშემატკივრებმა ერთობლივი შეძახილები დაიწყეს, სადაც ისინი გუნდის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეს შეძენას სთხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარის სანაცვლოდ “რეალმა” ლონდონის “ჩელსის” 100 მილიონი ევრო გადაუხადა.

ასევე იხილეთ: რეალმა აზარი უნომროდ წარადგინა

რეალის ფანები აზარის პრეზენტაციისას: “ჩვენ მბაპე გვინდა!”

სტატიის ავტორი
-