რეალმა ვილიარეალი ნახევრად ცარიელ სტადიონზე დაამარცხა

მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და “ვილიარეალი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. თუმცა ნიშანდობლივი ფაქტია, რომ “სანტიაგო ბერნაბეუ” ნახევრად ცარიელი იყო – მატჩს 46,292 გულშემატკივარი დაესწრო, რაც მიმდინარე სეზონის ანტირეკორდს წარმოადგენს.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” 80,000 გულშემატკივარი ეტევა და როგორც წესი, მადრიდელთა საშინაო სტადიონი ბოლომდე ივსება. თუმცა ამას ვერ ვიტყვით მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარზე, რადგან “ბერნაბეუზე” მატჩი ცარიელი სკამების ფონზე არაერთხელ გაიმართა.

36 მატჩის შემდეგ, “რეალი” 68 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ლიდერ და ახლა უკვე ჩემპიონ “ბარსელონას” კი 83 ქულა აქვს დაგროვებული.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

რეალმა ვილიარეალი ნახევრად ცარიელ სტადიონზე დაამარცხა

სტატიის ავტორი
-