რეკორდული ტრანსფერი – ვესტ ჰემმა დეკლან რაისის გუნდიდან წასვლა დაადასტურა

,,ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დეკლან რაისის სანაცვლოდ ,,არსენალმა” ბრიტანეთისთვის რეკორდული თანხა გადაიხადა. ჯერჯერობით ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა აქამდე ბრიტანელ ფეხბურთელში (ჯეკ გრილიში ასტონ ვილადან სიტიში) ყველაზე მეტი – 117 მილიონი ევრო იყო გადახდილი.

დღეს რაისი ,,ჩაქუჩების” გულშემატკივრებს თავადაც დაემშვიდობა:

,,არ მჯერა, რომ წარმოუდგენელი 10 წელი დასრულდა. ,,ვესტ ჰემი” მოედანსა და მის გარეთ, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. დამშვიდობება ადვილი არასდროს არის. ამ გუნდში წარმოუდგენელი ემოციები განვიცადე, მათ შორის იმ ღამით – პრაღაში. ასევე, ,,ვესტ ჰემში” გავიზარდე, როგორც პიროვნება, ფეხბურთელი და კაპიტანი.

ჩემი კავშირი გულშემატკივრებთან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. მადლობა მშვენიერი მოგონებებისა და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეებისთვის. ყველანი მიყვარხართ!” – დაწერა რაისმა სოციალურ ქსელში.

რაისმა გასულ სეზონში ,,ვესტ ჰემის” მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ინგლისური მედიის ცნობით ,,არსენალი” ნახევარმცველის სანაცვლოდ 122 მილიონ ევროს გადაიხდის, ტრანსფერს კი ოფიციალურად დღეს დაადასტურებს.

რეკორდული ტრანსფერი – ვესტ ჰემმა დეკლან რაისის გუნდიდან წასვლა დაადასტურა

სტატიის ავტორი
-