რესტორნის მფლობელმა პიკე და მისი მეგობარი გოგო დაწესებულებიდან გააძევა

იაპონური რესტორნის მფლობელმა კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ჟერარ პიკე, მის მეგობარ გოგოსთან, ჩია მარტისთან ერთად, დაწესებულებიდან გააძევა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს კომენტარებში, არაერთი ადამიანი წერს, რომ საქმე პიკეს ყოფილ მეუღლეს, შაკირას ეხება. სავარაუდოდ, რესტორნის მფლობელი სწორედ კოლუმბიელი მომღერლის ფანია.

პიკე და შაკირა ერთმანეთს 2022 წელს დაშორდნენ. 12 იანვარს მომღერალმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელიც პიკესა და მის ამჟამინდელ შეყვარებულს ეხება.

რესტორნის მფლობელმა პიკე და მისი მეგობარი გოგო დაწესებულებიდან გააძევა

სტატიის ავტორი
-