რიბერის ფიორენტინაში დარჩენა სურს

ფრანკ რიბერის “ფიორენტინაში” დარჩენა და კვლავ სერია ა-ში ასპარეზობის გაგრძელება სურს. იტალიური პრესის მტკიცებით, შესაძლოა ფლორენციულმა კლუბმა ვეტერან ფრანგს კონტრაქტის 2-წლით გახანგრძლივება შესთავაზოს.

რიბერისა და “ფიორენტინას” შორის გაფორმებული კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, თუმცა ფრანგი ვარსკვლავი იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევასა და კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებს. რიბერის სურს, რომ “არტემიო ფრანკიზე” კიდევ მინიმუმ 1 წლით იასპარეზოს.

“ჩემი პრიორიტეტია, რომ “ფიორენტინაში” კიდევ მინიმუმ 1 წლით დავრჩე. იმედი მაქვს, დარჩენის შესაძლებლობა მომეცემა, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკება ჯერ არ დაგვიწყია. კლუბის წარმომადგენლებს შევხვდები და ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ”, – აღნიშნა ფრანკ რიბერიმ.

შეგახსენებთ, მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი ვარსკვლავი €4.5 მილიონს გამოიმუშავებს.

რიბერის ფიორენტინაში დარჩენა სურს

სტატიის ავტორი
-